Главная > კოვიდ 19 > ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი, მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს

ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი, მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს


9-08-2021, 19:30. Разместил: mariko

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება.

"პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას - გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


Вернуться назад