Главная > კოვიდ 19 > არსებობს მტკიცებულებები, რომ „დელტა” ვარიანტს შეუძლია მოახდინოს სრულად ვაქცინირებული ადამიანების დაინფიცირებაც

არსებობს მტკიცებულებები, რომ „დელტა” ვარიანტს შეუძლია მოახდინოს სრულად ვაქცინირებული ადამიანების დაინფიცირებაც


27-07-2021, 10:26. Разместил: mariko

ვირუსოლოგთა და ეპიდემიოლოგთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის “დელტა” ვარიანტი ყველაზე სწრაფად გავრცელებადი და რთულად გადასალახი ვარიანტია.

კოვიდ 19-ის ათი წამყვანი ექსპერტის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ „დელტა” ვარიანტს შეუძლია მოახდინოს სრულად ვაქცინირებული ადამიანების დაინფიცირებაც.

მათ ასევე განმარტეს, რომ ვაქცინები კარგად იცავს დაავადების მძიმე ფორმისგან და დაინფიცირების რისკის ქვეშ უმეტესად არავაქცინირებული პირები არიან.

„ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი რისკი დელტაა,“ - განაცხადა მიკრობიოლოგმა შერონ ფიქოქმა.


Вернуться назад