Главная > კოვიდ 19 > საკოორდინაციო საბჭომ ყველა შეზღუდვა ძალაში დატოვა , საჯარო და კერძო სექტორს კი დისტანციურ მუშაობაზე გადასვლისკენ მოუწოდა
საკოორდინაციო საბჭომ ყველა შეზღუდვა ძალაში დატოვა , საჯარო და კერძო სექტორს კი დისტანციურ მუშაობაზე გადასვლისკენ მოუწოდა21-04-2021, 13:46. Разместил: mariko |
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები და უარი თქვან ხალხმრავალ შეკრებებზე.
ასევე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, ხოლო ხანდაზმულებს მიმართავს რეკომენდაციით, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, იმსჯელეს ინფიცირების შემთხვევების მატებასა და ეპიდვითარების გაუარესების ტენდენციაზე, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე - საქართველოში. აღინიშნა, რომ არსებული სურათის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვას და აღსრულებას.
სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანა ვაქცინების ახალ დოზებს მიიღებს. პარალელურად, პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება აქტიური მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით.
ამასთან, ვაქცინაციის გაფართოების გეგმის შესაბამისად, ვაქცინაციაში ჩართული პრიორიტეტული ჯგუფები ეტაპობრივად გაიზრდება, რათა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი მაქსიმალურად სწრაფი ტემპით წარიმართოს. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 299 038 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 282 869 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 971 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 249 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 575 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3363 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
Вернуться назад |