Главная > კოვიდ 19 > კორონავირუსის ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 50 675 მსურველმა გაიარა

კორონავირუსის ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 50 675 მსურველმა გაიარა


22-04-2021, 11:27. Разместил: mariko

კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ - გვერდზე, დღეის მდგომარეობით, 50 675 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეებს დასახელებული ვაქცინებიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლიათ.

მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 48 561-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.

„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 23 485 ადამიანმა გამოთქვა. 9676 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 6735 -მა კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას, მისი გაკეთების სურვილი 4650-მა ადამიანმა გამოთქვა, 2649 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს, 596 -ს კი „სინოვაკით“.

როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.



Вернуться назад