Главная > კოვიდ 19 > კორონავირუსის ვაქცინაციისთვის რეგისტაცია პორტალზე 30 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა

კორონავირუსის ვაქცინაციისთვის რეგისტაცია პორტალზე 30 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა


20-04-2021, 11:08. Разместил: mariko

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ - გვერდზე, დღეის მდგომარეობით, 30 707 მსურველია დარეგისტრირებული.

მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 29 503-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.

„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 15 223 ადამიანმა გამოთქვა. 6380 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 4426 -მა კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას, მისი გაკეთების სურვილი 3142-მა ადამიანმა გამოთქვა, 1595 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს, 350 -ს კი „სინოვაკით“.

როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

„ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი.


Вернуться назад