Главная > კოვიდ 19 > კორონავირუსის ახალი, გერმანული შტამი აღმოაჩინეს

კორონავირუსის ახალი, გერმანული შტამი აღმოაჩინეს


22-01-2021, 01:09. Разместил: mariko
ამის თაობაზე 18 იანვარს ადგილობრივი კლინიკის სპეციალისტებმა გააკეთეს განცხადება. ახალი შტამი შემთხვევით გამოვლინდა კლინიკის შიგნით კორონავირუსული ინფექციის აფეთქების შემდეგ.


73 პირი ერთდროულად დაავადდა COVID-19-ით. მათგან 35 პირს უნიკალური შტამი დაუდასტურდა, ის არ ემთხვეოდა არც ბრიტანულს და არც სამხრეთაფრიკულ ქვესახეობებს.


ანალიზები შემდგომი კვლევებისათვის გადაგზავნილია ბერლინის კლინიკაში. იქ გაარკვევენ ახალი შტამი რამდენად განსხვავდება უკვე ცნობილებისაგან.


კლინიკის დირექტორი - ფრანკ ნიდერბიული სიმშვიდისკენ მოუწოდებს მოსახლეობას, რადგან პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვირუსის მუტაცია არახალია, საზოგადოდ, პანდემიის დაწყების დღიდან მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 12 ათასამდე მუტაციაა დაფიქსირებული.

წყარო: mkurnali.ge


Вернуться назад