Главная > კოვიდ 19 > მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 110 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 110 მილიონს გადააჭარბა17-02-2021, 10:30. Разместил: mariko |
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 110 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 428 358 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 85 მილიონს მიუახლოვდა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რიცხვი 22.7 მილიონს შეადგენს. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა. Вернуться назад |