Главная > კოვიდ 19 / მსოფლიო > ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი B1525 აღმოაჩინეს

ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი B1525 აღმოაჩინეს


16-02-2021, 13:51. Разместил: mariko

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი B1525 აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ახალი ვარიანტის შესახებ საუბარია ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევაში. მათი თქმით, B1525-ის გამოვლენა, გენომის თანმიმდევრობის გზით, 10 ქვეყანაში, მათ შორის დანიაში, აშშ-სა და ავსტრალიაში, მოხდა. გაერთიანებულ სამეფოში კი ამ დროისთვის 32 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ვარიანტი შეიცავს არაერთ ისეთ მუტაციას, რომელიც მეცნიერების შეშფოთებას იწვევს, მათ შორის E484K მუტაციას სპაიკის ცილაზე, რომელიც ვირუსს უჯრედებში შეღწევაში ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ E484K მუტაცია კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკულ და ბრაზილიურ ვარიანტებშია აღმოჩენილი და ფიქრობენ, რომ მისი საშუალებით ვირუსს უკეთ შეუძლია თავიდან აიცილოს სხეულის მიერ წარმოქმნილი გამანეიტრალებელი ანტისხეულები.


Вернуться назад