Главная > კოვიდ 19 > მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 128.7 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 128.7 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა


7-02-2021, 23:31. Разместил: mariko

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 128.7 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

მათ შორის, აშშ-ში 40.5 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 31.2 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტი. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 16.5 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 4.6 მილიონ ადამიანს უტარდება.

ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 5.4 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 59.9%-ს შეადგენს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ინდოეთსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს.


Вернуться назад