Главная > კოვიდ 19 > ,,მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს",,-ამირან გამყრელიძე

,,მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს",,-ამირან გამყრელიძე


18-01-2021, 15:21. Разместил: mariko
მისივე თქმით, ახალი შემთხვევების კლებასთან მიმართებაში ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია.
„საქართველოში დღეს ჩვენ გვაქვს ახალი 110 შემთხვევა. ეს, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველი არ არის - ეს მონაცემი არის სულ 5000 ჩატარებული ტესტიდან, მოგეხსენებათ, რომ შაბათ-კვირას ტესტირების რაოდენობა იკლებს ხოლმე ზოგადად. ახალი შემთხვევების კლებასთან მიმართებაში ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია. დღევანდელი 110 შემთხვევიდან 72 დაფიქსირდა თბილისში, 13 - აჭარაში, 5 - გურიაში, 5 - იმერეთში, კახეთში - 5, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში არ დაფიქსირებულა, 4 შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა, ქვემო ქართლში 4, სამცხე-ჯავახეთში 2, შიდა ქართლშიც ასევე არ დაფიქსირებულა. ზოგადად ქვეყანაში გამოჯანმრთელების პროცენტი გვაქვს 94, აქტიური შემთხვევა 10 295, სამწუხაროდ სიკვდილი გვაქვს კიდევ 25, გამოჯანმრთელება გუშინ - 1643. ტენდენცია დადებითობის მაჩვენებლის მოდის ქვემოთ, რაც ერთ-ერთი ინდიკატორია ინფექციის ცირკულაციის აქტიურობის ქვეყანაში, როგორც გითხარით დღევანდელი არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2,2%. დადებითობის მაჩვენებელი საშუალოდ ბოლო 30 დღე გვაქვს 11,3%, ბოლო ერთ კვირაში გვაქვს 8,3% და ბოლო ორ კვირაში 9,8%. ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის პირველ კვირაში მილიონ მოსახლეზე თუ ასი ათას მოსახლეზე გადათვლით ინციდენტობის მაჩვენებელი გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, თუმცა დღეს უკვე ჩვენ ევროპის სადღაც შუაგულში ვართ და როგორც ინციდენტობა ზოგადი ისე 7 დღის, ისე 4 დღის, საშუალო ინციდენტობა ისე კუმულაციური ინციდენტობა - ეს ყველა მრუდი მოდის ქვემოთ. მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Вернуться назад