Главная > კოვიდ 19 > საქართველოში ბოლო ერთ კვირაში კოვიდ-19 ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში კოვიდ-19 ერთი ადამიანი გარდაიცვალა


17-05-2022, 14:47. Разместил: cira mgvdeladze

9 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.


ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 697 პირი.


ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 97 625 კვლევა ტესტით, მათ შორის 86 222 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 403 PCR ტესტით.


Вернуться назад