Главная > კოვიდ 19 / მსოფლიო > კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.7 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.7 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა


3-02-2022, 12:37. Разместил: mariko

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 385 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.7 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 305 მილიონს აჭარბებს.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 74.2 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 76.8 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 41.8 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო მოჰყვებიან.


Вернуться назад