Главная > კოვიდ 19 > კორონავირუსის "ომიკრონ" შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის კვეთაზე, გარკვეული რეგულაციები დღეიდან ამოქმედდა

კორონავირუსის "ომიკრონ" შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის კვეთაზე, გარკვეული რეგულაციები დღეიდან ამოქმედდა


29-11-2021, 02:01. Разместил: mariko

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება.


ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

აღნიშნული ქვეყნებია:

სამხრეთ აფრიკა

ბოცვანა

ზიმბაბვე

ნამიბია

ლესოტო

ესვატინი (სვაზილენდი)

მოზამბიკი

მალავი


14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.

საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.


გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი „ომიკრონი" შტამის დაფიქსირების გამო მიიღო და ის 28 ნოემბრიდან ამოქმედდება.


აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.


Вернуться назад