Главная > კოვიდ 19 > „ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა
„ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა29-11-2021, 01:58. Разместил: mariko |
დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში ,,ომიკრონ“ შტამით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის თქმით, ქვეყანაში დაინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა და ორივე მათგანი სამხრეთ აფრიკასთან იყო კავშირში. ასევე, ორი შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაშიც, კონკრეტულად კი ბავარიაში. რაც შეეხება იტალიას, იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, ,,ომიკრონ“ შტამი მოზამბიკიდან ჩამოსულ ერთ ადამიანს დაუფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ ევროპაში ,,ომიკრონ“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა ბელგიაში დაფიქსირდა. Вернуться назад |