Главная > კოვიდ 19 > სომხეთში კორონავირუსის 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 29 ადამინი კი გარდაიცვალა.

სომხეთში კორონავირუსის 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 29 ადამინი კი გარდაიცვალა.


28-11-2021, 02:29. Разместил: mariko

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 29 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 7514-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 337 931 პირი დაინფიცირდა, 315 126 კი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში, ამ დროისთვის 15 291 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.


Вернуться назад