ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 553 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ნანახია: 47
სრული ინფორმაცია

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 901 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 630 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 271 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 553 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 726 941-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.02% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.06%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 223 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 669 822.


ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 136 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 794 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 1 189, ქვემო ქართლი - 317, შიდა ქართლი - 512, გურია - 132, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 448, კახეთი - 657, მცხეთა-მთიანეთი - 149, სამცხე-ჯავახეთი - 123, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 83.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 957 საიდანაც:

6 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 475, აჭარაში - 528, იმერეთში - 1 398.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 609 პირი, მათ შორის, თბილისში - 591, აჭარაში - 128, იმერეთში - 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში - 187, აჭარაში - 37, იმერეთში - 32.

1 103 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 686 - თბილისში, 205 - აჭარაში.

39 361 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 1 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 269 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 461 ადამიანი.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."