საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2455 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 58 პაციენტი

ნანახია: 374
სრული ინფორმაცია

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 151 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 693 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 458 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 455 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 572 948-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.48% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.69%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 427 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 531 764.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 035 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 455 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 890 შემთხვევა, აჭარა - 249, იმერეთი - 342, ქვემო ქართლი - 170, შიდა ქართლი - 142, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 219, კახეთი - 211, მცხეთა-მთიანეთი - 67, სამცხე-ჯავახეთი - 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 123 საიდანაც:

6 417 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 743, აჭარაში - 721, იმერეთში - 1 081.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 500 პირი, მათ შორის, თბილისში - 650, აჭარაში - 167, იმერეთში - 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 32, იმერეთში - 30.

2 032 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 049 - თბილისში, 593 - აჭარაში.

24 674 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 85 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 78, ხოლო აჭარაში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 8 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 136 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 583 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 997 პირი, აჭარაში - 3 855, იმერეთში - 3 161.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."