ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 886 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ნანახია: 418
სრული ინფორმაცია

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 162 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 129 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 033 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 886 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 553 697-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.99% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.36%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 103 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 497 517.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 482 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 886 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 509 შემთხვევა, აჭარა - 445, იმერეთი - 487, ქვემო ქართლი - 280, შიდა ქართლი - 223, გურია - 97, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 279, კახეთი - 369, მცხეთა-მთიანეთი - 84, სამცხე-ჯავახეთი - 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 672 საიდანაც: 7 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 164, აჭარაში - 978, იმერეთში - 1 112. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 560 პირი, მათ შორის, თბილისში - 684, აჭარაში - 158, იმერეთში - 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში - 235, აჭარაში - 38, იმერეთში - 28. 2 454 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 148 - თბილისში, 808 - აჭარაში. 38 825 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 111 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 99, ხოლო აჭარაში - 12.

სულ 6 ოქტომბრიდან - 31 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 121 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 596 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 21 178, პირი, აჭარაში - 5 770, იმერეთში - 4 199.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."