საქართველოში კორონავირუსზე აიცრა 12 წლის ბავშვი, რომელსაც სპეციალური ჩვენება ჰქონდა

ნანახია: 437
სრული ინფორმაცია

საქართველოში კორონავირუსზე აიცრა 12 წლის ბავშვი, რომელსაც სპეციალური ჩვენება ჰქონდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

“ბავშვებთან დაკავშირებით “ფაიზერს” ახალ ინსტრუქციაში უწერია, რომ 12 წლიდან შესაძლებელია აცრა.  რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო ეს ოფიციალურად. ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 12 წლიდან დაშვებული იქნება აცრები. როგორც კი ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ჩვენც შესაბამის ვაქცინებზე დავწევთ ასაკს. თუმცა საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როდესაც 12 წლის ბავშვი აიცრა. სპეციალური ჩვენება ჰქონდა ამ ბავშვს და ამიტომ აიცრა”, — განაცხადა პაატა იმნაძემ.

მან არ დააკონკრეტა, რა ჩვენებაზეა საუბარი, თქვა რა, რომ პერსონალურ ინფორმაციას ვერ გასცემს.

ამ დროისთვის საქართველოში 16 წლიდან აცრა დაშვებულია მხოლოდ “ფაიზერის” ვაქცინის შემთხვევაში. 45+ ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი “ასტრაზენეკას” ვაქცინა, ხოლო ჩინური ვაქცინები სრულწლოვანთათვის არის ხელმისაწვდომი


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."