საქართველოში გარდაცვალების მიზეზთა 5.1% COVID-19-ზე მოდიოდა

ნანახია: 539
სრული ინფორმაცია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს ქვეყანაში გარდაიცვალა 50 537 ადამიანი.

„საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზთა შორის ყველაზე ხშირი იყო სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები. 2020 წელს გარდაიცვალა 22 126 ადამიანი(43.8%). 2019 წელთან შედარებით, სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებით 677-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაცვალების გამომწვევ დაავადებებს შორის მეორე ადგილზეა სიმსივნე. 2020 წელს გარდაიცვალა 8 089 ადამიანი(16%). წინა წელს 7 873.

მესამე ადგილზეა სასუნთქი სისტემის დაავადებები(7.9%), რომელთა შედეგად 2020 წელს გარდაიცვალა 4017 ადამიანი(2019 წელს 3303).

სტატისტიკაში პირველად შევიდა კორონავირუსული ინფექციით გარდაცვალება. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა 2 587 ადამიანი, რაც გარდაცვალების საერთო შემთხვევების 5.1%-ია.

წყარო: რადიო თავისუფლება


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."