,,19 აპრილისთვის ვაქცინაციაზე წვდომა ამერიკის თითოეულ ზრდასრულ მოქალაქეს ექნება.", - ჯო ბაიდენი

ნანახია: 553
სრული ინფორმაცია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდება და 19 აპრილისთვის ვაქცინაციაზე წვდომა ამერიკის თითოეულ ზრდასრულ მოქალაქეს ექნება.

„ამერიკელი ხალხისა და ჩემი გუნდის დიდი მუშაობის შედეგად, დღეს მე ვაცხადებ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინის ხელმისაწვდომობის თარიღი პირველი მაისიდან 19 აპრილისთვის გადმოგვაქვს. ეს ნიშნავს, რომ არაუგვიანეს 19 აპრილისა, 18 წელს გადაცილებული ყოველი ზრდასრული შეძლებს ვაქცინაციას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვირუსის წინააღმდეგ ბროლის დასრულება ჯერ კიდევ შორსაა და მოდუნების დრო არ არის.

„ბევრი კარგი სიახლეა, თუმცა ცუდი სიახლეებიც არის. ვირუსის ახალი სახეობა სწრაფად ვრცელდება, ახალი შემთხვევების რიცხვი კვლავ იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არ იკლებს. პირდაპირ ვიტყვი: ფინიშის ხაზთან ჯერ არ ვიმყოფებით“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."