კოვიდვაქცინის შემქმნელები კიბოს სამკურნალო წამალს უახლოეს წლებში შეიმუშავებენ

ნანახია: 723
სრული ინფორმაცია

კიბოს საწინააღდეგო ვაქცინები შესაძლოა, ამ ათწლეულის ბოლოსთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ამის შესახებ კოვიდვაქცინის შემქმნელმა ცოლ-ქმარმა, გერმანული კომპანია BioNTech-ის დამაარსებლებმა, უგურ შაჰინმა და ოზლემ თურეჩმა BBC-ისთან ინტერვიუს დროს განაცხადეს.

მათი თქმით, თავიანთი მეცნიერული გარღვევით გაუძლიერდათ ოპტიმიზმი, რომ კიბოს ვაქცინები უახლოეს წლებში გამოჩნდება. პროფესორმა თურეჩმა აღწერა, თუ როგორ შეიძლებოდა BioNTech-ის კოვიდვაქცინის გულში არსებული mRNA ტექნოლოგიის გადაკეთება ისე, რომ მან იმუნური სისტემა აიძულოს, კორონავირუსული შეჭრის ნაცვლად, კიბოს უჯრედებს შეუტიოს.

BBC-ის კითხვაზე, თუ როდის შეიძლება, გამოიყენონ პაციენტებზე mRNA-ზე დაფუძნებული კიბოს ვაქცინები, პროფესორმა შაჰინმა უპასუხა, რომ ისინი „2030 წლამდე იქნება ხელმისაწვდომი.“

თურეჩი, რომელიც BioNTech-ის მთავარი სამედიცინო ოფიცერია, აცხადებს, რომ ვაქცინა ვირუსების იდენტიფიკაციის კოდის ნაცვლად, შეიცავს გენეტიკურ ინსტრუქციებს კიბოს ანტიგენებისთვის, პროტეინებისთვის, რომლებიც სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე ითესებიან. კოვიდვაქცინის ანალოგიური მიდგომა შეიძლება, გამოყენებულ იქნეს იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, რომ მან მოძებნოს და გაანადგუროს კიბოს უჯრედები.

BioNTech-ი mRNA კიბოს ვაქცინებზე პანდემიის დაწყებამდე მუშაობდა, მაგრამ გლობალური საგანგებო მდგომარეობის გამო კოვიდვაქცინების წარმოებაზე გადაერთო. ამჟამად კომპანია კიბოს რამდენიმე ვაქცინის კლინიკურ კვლევას ატარებს.

გერმანული კომპანია იმედოვნებს, რომ შეიმუშავებს ნაწლავის კიბოს, მელანომისა და კიბოს სხვა ტიპების სამკურნალო საშუალებებს. თუმცა მნიშვნელოვან დაბრკოლებად სახელდება ის, რომ კიბოს უჯრედები, რომლებიც სიმსივნეებს ქმნიან, შესაძლოა, სხვადასხვა ცილების მრავალფეროვნებით შეივსონ, რაც ვაქცინის შექმნას უკიდურესად ართულებს.

„ჩვენ, როგორც მეცნიერები, ყოველთვის ვყოყმანობთ ნაადრევი მტკიცებისგან, რომ კიბოს განვკურნავთ. თუმცა ჩვენ არაერთი გარღვევა გვაქვს და ამ წამალზე მუშაობას გავაგრძელებთ,“ - აცხადებს ოზლემ თურეჩი.

BioNTech რევოლუციური mRNA კოვიდვაქცინის წარმოებისთვის აშშ-ის ფარმაცევტულ გიგანტ Pfizer-თან პარტნიორობდა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."