სრული ინფორმაცია
დღეს, დილით თბილისში, ვაგზალის ბაზრობაზე ძლიერი ხანძარი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ხანძარი “ბორჯომის ვაგზლის” ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებია.
ვის ეკუთვნის დამწვარი „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორია

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, დაზარალებული მოვაჭრეები აცხადებენ, რომ გასაყიდი საქონელი მთლიანად გაუნადგურდათ.
“ძეტსკი მირის“ დაზარალებული ვარ და ახლა თავისთავად, ცხოვრებაში ვალიდან ვეღარ ამოვალ. ვინ რას გეტყვის, საერთოდ ჩანს ადმინისტრაციის წარმომადგენელი".
"ზარალი ძალიან დიდია შვილო, მთელი ზამთრის ტანსაცმელი ჩავკეცე, უნდა გამეტანა და ისინიც ჩამეწვა - 3 000-ის ის მქონდა. დაახლოებით 7-8 ათასის ეს იქნებოდა. დიაბეტიანი ქალი ვარ და ამაზე ამაზე ვიყავით დამოკიდებული ყველანაირად"
“დაზღვევა არ მქონდა. რას ვყიდდი ახლა იმდენს, რომ დაზღვევაც მქონოდა, იქაც გადამეხადა და ხარჯებიც გამეწია? მე რუსთავიდან დავდივარ, დღეში 5 ლარი გზაში მინდა. აქედან ვინახავდი ოჯახს და პურის ფულს ვშოულობდი. პურის ფულს ვშოულობდით და ესეც მოგვისპეს", - ჰყვებიან დაზარალებულები “ტელეკომპანია პირველთან“.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის საკუთრებაშია „ბორჯომის ვაგზალი“.
ქონების საჯარო რესტრის მიხედვით, „ბორჯომის ვაგზალი“ ამ ეტაპზე „თბილისი ცენტრალის“ მართვაშია. უფრო კონკრეტულად, როგორც ცნობილია, კომპანიამ 2006 წელს ”საქართველოს რკინიგზის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში, გაიმარჯვა. შედეეგად, „თბილისი ცენტრალს“ თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურისა და ბორჯომის ვაგზლის რეკონსტრუქცია და მართვა 49 წლის ვადით გადაეცა.
რეპორტალის მიხედვით, სს „თბილისი ცენტრალი“ არის 2006 წლის 23 თებერვალს დაფუძნებული სააქციო საზოგადოება. 2006 წლის 15 მაისს კომპანიამ გააფორმა 49-წლიანი იჯარა თბილისის რკინიგზის სადგურის შენობაზე. კომპანიამ ქონება გარდაქმნა სავაჭრო ცენტრად, რომელიც 2010 წლის 21 მაისს გაიხსნა და დღემდე მოქმედია. (ცენტრალური ვაგზლის შენობა)
ამასთან, 2012 წლის 13 ივლისს საერთო კონტროლს დაქვემდებარებულმა საწარმომ, შპს „რივერსაიდ პლაზამ“, მოიპოვა საკუთრების უფლება თბილისის რკინიგზის სადგურის შენობაზე. ამ თარიღიდან, კომპანია ქირაობს შენობას შპს „რივერსაიდ პლაზასგან“. კომპანიას ჰყავს შვილობილი საწარმოები, შპს „ცენტრალ რითეილ“ და შპს „თისი ინვესტმენტს“, რომელთა 100%- იანი წილის მფლობელიცაა.
კომპანია, თავის შვილობილ საწარმოებთან ერთად, შეადგენს კომპანიების ჯგუფს. 2023 წლისა და 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 99,98%-ის პირდაპირი მფლობელია GRDC B.V. („მშობელი საწარმო“), რომლის 100%-ს ფლობს GRDC Holding BV. ორივე კომპანია ნიდერლანდებშია დაფუძნებული.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი ლევან ყარალაშვილია.
წყარო: BPN