ლაშა ჩხვიმიანი: თუ გაერთიანებულ ხალხს დავინახავ მე დიდი იმედით შევწყვეტ შიმშილობას

ნანახია: 54
სრული ინფორმაცია

მეხუთე დღეა დმანისის მერიის წინ ვდგავარ ჩემი მანქანით. აქ ვათენებ და ვაღამებ და ვშიმშილობ ხალხის ერთობის და გაერთიანების იმედით. ერთადერთი მამოტივირებელი ახლა ჩემთვის არის ეს იმედი და ფიქრი იმაზე, რომ ამ დეფაქტო ხელისუფლებას ჯერ არ აქვს იმის უნარები, რომ გაერთიანებულ ხალხს გაუმკლავდეს. 

 

მე ამ ერთობის იმედი კი მაქვს მაგრამ მინდა, რომ ჩემი თვალით დავინახო ეს ერთობა. მინდა ჩემი თვალით დავინახო ეს გაერთიანებული ადამიანები. ესე მშვიდად დემოკრატიული, ჰუმანური პრინციპებით გაერთიანებული ადამიანები, რომლებიც ესე პრინციპულად დგანან ერთად. დმანისში მინდა მოხდეს ეს ერთ-ერთ ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტში.

დმანისი მინდა გახდეს ამ ერთობის მაგალითი. ეს ერთობა იყოს სწორედ გადამდები სხვა პატარა ქალაქებისთვის და არა ჩემი შიმშილობა. თუ გაერთიანებულ ხალხს დავინახავ მე დიდი იმედით შევწყვეტ შიმშილობას და გაერთიანებულ დმანისელებთან ერთად უფრო გაძლიერებული შევუერთდები ამ საერთო ბრძოლას. 

ეს ყველაფერი ავუხსენი დედაჩემსაც, რომელმაც პირველივე დღიდანვე ჩემთან ერთად დაიწყო შიმშილობა. მასაც მივეცი ხალხის ერთობის იმედი და მან დამიჯერა და ამ ერთობის იმედით შიმშილობა გუშინ შეწყვიტა. ოთხშაბათს საღამოს დმანისის მერიის წინ, დმანისის ცენტრალურ სკვერთან, სადაც ჩემი მანქანით ვდგავარ, თუ ამ სკვერს გადავავსებთ, რასაც 400-500 ადამიანი ეყოფა, მე იმ საღამოსვე შევწყვეტ შიმშილობას.

სხვა შემთხვევაში მე ისევ გავაგრძელებ შიმშილობას და ისევ ხალხის ერთობის მოლოდინში. მე აღარ შემიძლია ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც უსამართლობაზე თვალს ხუჭავენ და ჩვენ, ადამიანებს ერთმანეთის სოლიდარობის იმედი დაკარგული გვაქვს.

განაცხადა რეჟისორმა, ლაშა ჩხვიმიანმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."