„რადიო WW “ მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს

ნანახია: 51
სრული ინფორმაცია

„რადიო WW“ სოლიდარობას უცხადებს ონლაინგამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე მე-16 დღეა საპატიმროში შიმშილობს, რაც მის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად ასევე შიმშილობს საპროტესტო აქციების ფარგლებში დაპატიმრებული 2 ახალგაზრდა: რეზი კიკნაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი.


ბოლო პერიოდის განმავლობაში იმატა ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტებმა, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტზე არცერთი პირი არ არის დაკავებული და არცერთი საქმე არ არის  ამ დრომდე გამოძიებული.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, უმოკლეს ვადებში იქნას გამოძიებული თითოეული ასეთი ფაქტი.

სოლიდარობა მზია ამაღლობელს!


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."