RadioWW / » Breaking Newvs » პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა
სრული ინფორმაცია
ახალ მთავრობაში საგარეო საქმეთა, იუსტიციის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები შეიცვლება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე უმრავლესობის დეპუტატის, მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურას წარადგენს.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის პოსტს, ამ თანამდებობაზე მინისტრთა ახალ კაბინეტში, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.
ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე, პრემიერ-მინისტრმა უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, დავით სონღულაშვილის კანდიდატურა დაასახელა.