გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელი - არაუგვიანეს ამ ათწლეულის ბოლოს, რუსეთი ნატო-ზე თავდასხმას შეძლებს

ნანახია: 137
სრული ინფორმაცია

გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ბრუნო კალი რუსეთის მხრიდან პოტენციურ სამხედრო საფრთხეზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთი, არაუგვიანეს ამ ათწლეულის ბოლოსთვის, ნატო-ს თავს დაესხმება.

„არაუგვიანეს ამ ათწლეულის ბოლოსთვის, რუსეთის შეიარაღებული ძალები იმ მდგომარეობაში იქნება, რომ ნატო-ზე თავდასხმა განახორციელოს“, - განაცხადა ბრუნო კალმა გერმანიის ბუნდესტაგის სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის მონიტორინგის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას.

მისი თქმით, კრემლი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მოწინააღმდეგედ მიიჩნევს.

„ჩვენ რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ვართ“, - აღნიშნა ბრუნო კალმა და მიუთითა ფაქტზე, რომ გერმანია შეერთებული შტატების შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა იმ დახმარების რაოდენობით, რომელსაც ის უკრაინას უწევს რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად.

გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის თვალსაზრისით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისთვის საუბარი არა მხოლოდ უკრაინას ეხება, არამედ „სინამდვილეში ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნას“.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."