იუსტიციის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია 322 ორგანიზაციას აქვს გავლილი

ნანახია: 38
სრული ინფორმაცია

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის განცხადებით, დილის შემდეგ სტატისტიკა შეცვლილია და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია, ამ დროისთვის, 322-მა ორგანიზაციამ გაიარა.

აღნიშნულის შესახებ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.

„განვაახლებ სტატისტიკას, რიცხვები ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, გავიდა დღევანდელი დღე, 322-მა მოგვმართა, დილით 233 იყო, ახლა არის 322. ძალიან ხაზგასმით მინდა ვთქვა, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება თითქოს, კანონს მხოლოდ 1% ემორჩილება. ამ ინფორმაციის გამავრცელებლების საპასუხოდ უნდა ვთქვა, რომ მათივე მათემატიკით, მათივე ლოგიკით, პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1%-ზე ნაკლები, ამაზე შევწყვიტოთ რიცხვებით მანიპულაცია, შიშებზე და სხვადასხვა თემებზე საუბარი“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."