პროკურატურამ TV MTAVARI-ს ჟურნალისტის და ოპერატორის დევნის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ნანახია: 215
სრული ინფორმაცია

საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია მთავარი არხის ჟურნალისტის და ოპერატორის დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივლისს, ტელეკომპანია მთავარი არხის ჟურნალისტი და ოპერატორი სიუჟეტის მოსამზადებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ტელეკომპანიის და ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ორი პირი მივიდა მათთან და სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილით ჟურნალისტისგან ტერიტორიის დატოვებას მოითხოვდნენ.

ბრალდებულებმა ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს." - წერია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორივე ბრალდებული 26 ივლისს დააკავეს. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს." - წერია განცხადებაში.

ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტსა და ოპერატორს 25 ივლისს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს თავს დაესხნენ.

26 ივლისს ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს.

ფოტო: მთავარი არხი


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."