ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ნანახია: 265
სრული ინფორმაცია

ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ კამალა ჰარისის მხარდასაჭერად ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ კამალა ჰარისს ის „ხედვა, ხასიათი და სიძლიერე აქვს, რომელსაც ეს კრიტიკული მომენტი მოითხოვს“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი კამალა ჰარისის ასარჩევად ყველაფერს გააკეთებენ.

„ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ კამალა ჰარისს აქვს ის, რაც ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის არის საჭირო“, - ნათქვამია განცხადებაში.

კამალა ჰარისმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და ყოფილ პირველ ლედის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის ბევრს ნიშნავს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."