სრული ინფორმაცია
რამდენიმე თვის წინ არავინ იცოდა თუ რომელ კურსს აირჩევდა ამერიკა. შტატების 46-ე პრეზიდენტის არჩევნები COVID–19-ისა და საყოველთაო ლოქდაუნის ფონზე მიმდინარეობდა, პარალელურად ამერიკის მოსახლეობის რეკორდული რაოდენობა კარგავდა სამსახურს, უსახლკარობის მაჩვენებელი კი იზრდებოდა. ტრამპმა - მილიარდიანი ქონების მფლობელმა ბიზნესმენმა, ფაქტია, რომ ამერიკელი ხალხის იმედები გააცრუა. ფაქტი მართლაც რომ ჯიუტია, მავანმა თუ დიდი სიმდიდრე დააგროვა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ნამდვილი ლიდერი, კარგი მენეჯერი და ეროვნული სულისკვეთების ადამიანია, რომელსაც შეუძლია ქვეყანა სწორი კურსით წაიყვანოს.
და, აი მათ, ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა გაიმარჯვეს! დომოკრატიამ და სამართლიანმა არჩევნებმა იმარჯვა! როგორც ამბობენ, ეს ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე რთული და გარდამტეხი იყო ამერიკის არჩევნების ისტორიაში.
მისი გამარჯვება ისტორიულია, მაგრამ ეს გამარჯვება მხოლოდ კამალას დამსახურება არ არის. ის უამრავ შავკანიან ქალს ეკუთვნის, ვინც ეს დღე შესაძლებელი გახადა
თუმცა, ეს სხვა ისტორიის ნაწილია, რომელსაც ალბათ, თუ საჭიროება იქნა, აუცილებლად დავუბრუნდებით. დღეს კი, მოგიყვებით ქალზე, რომელიც 2021 წლის 20 იანვარს, ახალ ისტორიას დაწერს ბევრი შავკანიანისთვის, უფრო მეტი სამხრეთ-აზიელისთვის და ძალიან ბევრი ქალისთვის.
დასაბამი
ამერიკის ისტორიაში პირველი შავკანიანი ქალი ვიცე-პრეზიდენტი და პირველი აზიელი ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი კალიფორნიაში ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ამერიკის მომავალი ვიცე-პრეზიდენტის მამა ფერადკანიანი იამაიკელი იყო, დედა კი, ინდოელი დიპლომატის ქალიშვილი, კიბოს მკვლევარი და სამოქალაქო უფლებების დამცველი. მოგვიანებით მისი უმცროსი და, მაია საჯარო პოლიტიკის ადვოკატი გახდება, თავად კამალა კი Howard -ის უნივერსიტეტში 1986 წელს პოლიტოლოგიისა და ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხს დაიცავს და სწავლას Hastings-ის კოლეჯში იურიდიული მიმართულებით გააგრძელებს.
კამალა ჰარისი 5 წლის იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ და გოგონა მარტოხელა დედამ ინდური კულტურის ზეგავლენის ქვეშ გაიზრდა. თუმცა, მიხუედავად ამისა, ის და თავისი და ნამდვილი back street girls არიან ოუკლენდიდან.
დედა ძალებს არ იშურებდა, რომ მე და ჩემი და, მაია თავდაჯერებული და შემდგარი შავკანიანი გოგოები ვყოფილიყავით
კამალა ჰარისი ბირასული ფესვებით ამერიკასა და მის იდეას განასახიარებს, ამერიკას რომელიც მულტუკულტურული და მუნტინაციონალურია. სწორედ ეს დაინახა ამერიკელმა ხალხმა კამალაში, რომ მას შეუძლია ამერიკელი ხალხის ერთიანი სიმბოლო იყოს!
KAMALA, 'MOMALA
2014 წელს ჰარისმა, რომელიც იმ დროს უკვე სენატორი გახლდათ, დუგლას ემჰოფზე იქორწინა. წყვილმა ერთმანეთი ბრმა პემანზე გაიცნო და როგორც არაერთ ინტერვიუში აღნიშნავენ, ეს იყო სიყვარული ერთი ნახვით. სხვადასხვა ოფიციალური შეხვედრებიდან და ფოტოებიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კამალას და დუგლასს ჭეშმარიტი სიყვარული აერთიანებთ. დუგლასს წინა ქორწინებიდან ორი შვილი ყავს, რომლებმაც კამალას „მომალა" შეარქვეს.
ქორწინების შემდეგ მე და ბავშვები შევთანხმდით, რომ სიტყვა „დედინაცვალი“ ძალიან არ მოგვწონდა და მომალას დამიძახებდნენ, - კამალა ჰარისი
შესაძლოა, დღეიდან, კოულისა და ელეს კამალასთვის მომალას დაძახება გაუჭირდეთ, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ, თუმცა, ეჭვი გვაქვს, ჩვენც და სრულიად ამერიკას, რომ კამალა ჰარისს ეს თანამდებობა საერთოდაც არ შეცვლის, ცუდისკენ ყოველ შემთხვევაში არა!
გზა კაპიტოლიუმისკენ
კამალა ჰარისმა საკუთარი ცხოვრების ორი ათწლეულის საუკეთესო ნაწილი საზოგადოებრივ ცხოვრებას მიუძღვნა და მან პირველობა ბევრ რამეში შეძლო. ის პირველი შავკანიანი ქალია, რომელიც ოუკლენდის პროკურორად იქნა არჩეული, პირველი ქალი, როგორ კალიფორნიის გენერალური პროკურორი, პირველი ინდოელი ამერიკელი სენატორი და ახლა კი, პირველი შავკანიანი ქალი ვიცე-პრეზიდენტი და პირველი აზიელი ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტი.
კამალა ჰარისს დემოკრატიული პარტიის ამომავალი ვარსკვლავად მიიჩნევდნენ და მან იმედები გაამართლა!
5 რამ, რაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტზე უნდა ვიცოდეთ:
1.
კამალა ინდუისტური ბედნიერების ქალღმერთის ლაკშმის ერთ-ერთი სახელია. ჰარისს ეს სახელი დედამ შეურჩია, როგორც ქალის სიძლიერის სიმბოლო.
2.
ბავშვობაში კამალაზე დიდი გავლენა მოახდინა ინდოეთში სტუმრობამ - ბაბუამ, რომელიც მთავრობის მაღალჩინოსანი იყო და ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და ბებიამ, სამოქალქო აქტივისტმა, რომელიც სოფლებში დადიოდა და ღარიბი ქალების განათლებაზე ზრუნავდა.
3.
კამალა ჰარისმა პირველი საპროტესტო აქცია 13 წლის ასაკში გამართა, იმ წესების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ბავშვებს მათი საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარე გაზონზე თამაშის უფლება არ ჰქონდათ.
4.
ჰარისების ოჯახი კამალას კარიერის არჩევანს თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდა. პროკურორებს ისტორიულად ძალიან ცუდი რეპუტაცია ჰქონდათ, თუმცა კამალას სისტემის შიგნიდან შეცვლა ქონდა დაგეგმილი.
5.
ვიცე-პრეზიდენტის ჩვეულებრივი დილა 6 საათზე იწყება, ნახევარ საათს ვარჯიშს უთმობს, შემდგომ ჯანსაღ საუზმეს მიირთმევს შვრიის ფაფით, ქიშმიშითა და ნუშის რძით და ჩაის აყოლებს თაფლითა და ლიმნით.
სტატია დაიბეჭდა 21 იანვარს 2021 წელს THEDIARY-ში
2024 წლის 19 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის წარდგენას „დემოკრატების“ კანდიდატად წარდგენას.
კამალა ჰარისი აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატია და ის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იბრძოლებს .
წყარო: The Diary