Главная > ბოლნისი / სიახლეები > „მინდა ახალგაზრდებს მადლობა გადავუხადო შეუპოვრობისა და მიზანდასახულობისთვის“- გოგი მეშველიანი

„მინდა ახალგაზრდებს მადლობა გადავუხადო შეუპოვრობისა და მიზანდასახულობისთვის“- გოგი მეშველიანი


10-07-2021, 19:40. Разместил: mariko

დღეს გაიხსნა ბოლნისის კინოთეატრის მხარდამჭერი მინი კინოფესტივალი , რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშელიანი , ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად ეწვია.

,,ვერთიანდებით ბოლნისის კინოთეატრის გადასარჩენად’’- ამ იდეის გაშემო ბოლნისელი ახალგაზრდები გაერთიანდნენ და ბევრი გამოწვევის მიუხედავად შეძლეს კინოთეატრის ეკრანი კვლავ აენთოთ .

ახალგაზრდებმა , მოაწესრიგეს შენობის გარე და შიდა სივრცე . ამ ეტაპზე, ინდიგოს დახმარებით ორდღიან (10-11 ივლისს) ფესტივალს მასპინძლობენ , სადაც ნაჩვენები იქნება 6 თანამედროვე ქართველი რეჟისორის მხატვრული ფილმები. აქვე, მოეწყო ბოლნისელი მხატვრებისა და არტისტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა .

„მინდა ახალგაზრდებს, განსაკუთრებით, კი, ვანო ერისთავს და მის მეგობრებს მადლობა გადავუხადო შეუპოვრობისა და მიზანდასახულობისთვის. მათ დაგვანახეს, რომ სირთულეების მიუხედავად შესაძლებელია კინო კვლავ დაბრუნდეს ბოლნისში. ჩვენ, კი ჩვენის მხრივ მზად ვართ შესაძლებლობების ფარგლებში მხარდაჭერა გამოვუცხადოდ ყველა მათ წამოწყებას“-.ანაცხადა გოგი მეშველიანმა


Вернуться назад