Главная > ბოლნისი > ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი ახალ პროექტს იწყებს!

ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი ახალ პროექტს იწყებს!


10-06-2021, 18:41. Разместил: mariko
 ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, შეხვდეთ საუკეთესო ტრენერებსა და დარგის სპეციალისტებს, მიიღოთ დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და აუცილებელი ცოდნა.
 პროექტის ფარგლებში ბოლნისის ზრდასრულთა განვითარების ცენტრის ბაზაზე გახსნილი სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი ადგილობრივ სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას და ხელშეწყობას დასაქმების პროცესში.

სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს ყველა დაინტერესებულმა 16 წელს ზემოთ, ვისაც სურს, აღმოაჩინოს საკუთარი ინტერესები თუ მისწრაფებები, მიიღოს ახალი ცოდნა და გამოცდილება, განივითაროს უნარები და გადადგას ახალი კარიერული ნაბიჯები.

 სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში დასაქმების მსურველთა პირველადი რეგისტრაცია დაიწყო. ხოლო ტრენინგები დაიწყება 2021 წლის ივნისიდან.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში ვიზიტის საშუალებით ან ელექტრონულად.

ელექტრონული რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული:
 პროექტის "უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" მიზანია ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება და შენარჩუნება გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG) ხელმძღვანელობით, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან პარტნიორობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

Вернуться назад