Главная > ბოლნისი > ელენე ჟღენტი კონკურსის ,,ბუნების სტუმარი'' გამარჯვებულია

ელენე ჟღენტი კონკურსის ,,ბუნების სტუმარი'' გამარჯვებულია


5-06-2021, 14:34. Разместил: qristine
radioww-ს მოხალისე ჟურნალისტი ელენე ჟღენტი კონკურსის სახელწოდებით ,,ბუნების სტუმარი'' გამარჯვებული გახდა. 150 მონაწილიდან, 3 წარმატებული ნაშრომი გამოვლინდა, რომელთა შორის 1 ელენე ჟღენტს ერგო. 
კრწანისის ტყე-პარკში გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, დაესწრო.
სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით, ცნობილი ავსტრიელი ხელოვანისა და გარემოს დამცველის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის ნაშრომების თემატური გამოფენა გაიხსნა - ცერემონიალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ავსტრიის ელჩი საქართველოში, თომას მიულმანი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდერ კარნერი, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია და თემით დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლისას, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ორ ქვეყანას შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობაზე და ავსტრიის მიერ საქართველოში გარემოს დაცვისა და რესურსების მდგრადი გამოყენების თემების მხარდაჭერაზე გაამახვილეს ყურადღება.
ღონისძიების ფარგლებში, გამოვლინდნენ კონკურსის სახელწოდებით - ,,ბუნების სტუმარი“ გამარჯვებულები. 150 მონაწილიდან, სამი წარმატებული ნაშრომი გამოვლინდა, რომელთა შორის, ერთი ბოლნისის მუნიციპალიტეტის წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის მოსწავლე, ელენე ჟღენტია.
ელენე ჟღენტი კონკურსის ,,ბუნების სტუმარი'' გამარჯვებულია

Вернуться назад