Главная > ბოლნისი / გარემოს დაცვა > დისველელი ეკოკლუბებლების მიერ ხელოვნური ტყის მასივის გაშენების ინიციატივას, მხარს დეპუტატი და მერიც დაუჭერენ

დისველელი ეკოკლუბებლების მიერ ხელოვნური ტყის მასივის გაშენების ინიციატივას, მხარს დეპუტატი და მერიც დაუჭერენ


2-06-2021, 21:30. Разместил: mariko

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან -დავით შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ დისველის საჯარო სკოლის წარმომადგენლებს და სკოლასთან არსებული ეკო-კლუბის წევრებს შეხვდა რომლებმაც პროექტი „ ჯანსაღი გარემო ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია“ გაეცნო.

პროექტის მიზანს  საზოგადოებაში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა
წარმოადგენს.

„დღეს გავეცანით საინტერესო პროექტს, რომელიც სხვადასხვა აქტივობებთან ერთად ითვალისწინებს , დამამთავრებელი და პირველი კლასისს მოსწავლეებმა ყოველწლიურად, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე ჩარგონ მათი სახელობის ხე, რაც ხელს შეუწყობს ხელოვნური ტყის მასივის გაშენებას და მოქალაქეების კიდევ უფრო მეტ მზრუნველობას გარემოს დაცვაზე.ჩვენ, ყოველთვის მზად ვართ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მსგავს პროექტებს .“ განაცხადა გოგი მეშველიანმა.


Вернуться назад