Главная > ბოლნისი > „ჰელფინ ჰენდ“-მა ახალგაზრდებისთვის ტრენინგი გამართა

„ჰელფინ ჰენდ“-მა ახალგაზრდებისთვის ტრენინგი გამართა


21-05-2021, 14:05. Разместил: mariko
ქალაქ ბოლნისში არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჰელფინ ჰენდ“ პანდემიასთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის ტრენინგი გამართა

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჰელფინ ჰენდ“ ქალაქ ბოლნისში ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო ტრენინგი გამართა დევიზით: „დაიცავი ჰიგიენა შენი ჯანმრთელობისთვის“. ტრენერებმა ახალგაზრდებს კორონავირუსისა და ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„ჰელფინ ჰენდ“-მა ახალგაზრდებისთვის ტრენინგი გამართა
UNICEF-ისა და USAID-ის მხარდაჭერით გამართული ტრენინგი მიზნად ისახავს პანდემიის პირობებში, ახალგაზრდებში ჰიგიენის დაცვისა და სანიტარული პრაქტიკის საკითხების შესახებ ცნობადობის ამაღლებას . ტრენინგის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ.

Вернуться назад