Главная > ბოლნისი / საზოგადოება > თამარ ხოფერია: ქალთა რადიო WW განსაკუთრებულია, მას ახალი ხაზი შემოაქვს მედია ცნობიერებაში და უკვე კარგია ჩემთვის, როგორც ქალისთვის
თამარ ხოფერია: ქალთა რადიო WW განსაკუთრებულია, მას ახალი ხაზი შემოაქვს მედია ცნობიერებაში და უკვე კარგია ჩემთვის, როგორც ქალისთვის24-01-2021, 17:16. Разместил: mariko |
,,ჩემთვის ძალიან სიმბოლურია ამ სტუდიაში ყოფნა, ბევრი წელი ამ სტუდიიდან ვესალმებოდი მაყურებელს და სიმბოლურია, იმითაც რომ ჩემი ოცნება იყო რადიოში მუშაობა- არ ამიხდა, მაგრამ მიხარია, რომ დღეს რადიო WW-ის პირველი გადაცემის პირველი სტუმარი ვარ“, - განაცხადა, ყოფილმა ჟურნალისტმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ხოფერიამ რადიო WW-ის გადაცემაში ,,ამბები დილიდან“. ქალთა რადიო WW - ის მიზანია იმ გარემოს შეცვლა, რომელიც გამორიცხავს ეთნიკური უმცირესობების თემში ადრეულ ქორწინებას, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვერები ქალების გაძლიერებას, გოგონების უწყვეტი განათლების მიღებას. სექსუალური და რეპროდუქციული განათლების დანერგვას სკოლებში. სათემო რადიო მისი მაუწყებლობის არეალში მხარს დაუჭერს ქალთა ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.
Вернуться назад |