Главная > ბოლნისი / პოლიტიკა > დავით შერაზადიშვილი: კანონმდებლებთან მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონში არსებულ ხარვეზებზე გავამახვილე ყურადღება"

დავით შერაზადიშვილი: კანონმდებლებთან მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონში არსებულ ხარვეზებზე გავამახვილე ყურადღება"


19-05-2021, 13:00. Разместил: mariko
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

ბოლნისის ახალი მუზეუმის საკონფერენციო დარბაზმა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომას უმასპინძლა.

სხდომაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის შესრულების შესახებ სამართლებრივი ხასიათის საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების 2020 წლის ბიუჯეტის შესრულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოხსენება ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა გააკეთა.

დავით შერაზადიშვილი: კანონმდებლებთან მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონში არსებულ ხარვეზებზე  გავამახვილე ყურადღება"
კომიტეტის სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის პროცესის შესახებ მოხსენებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი წარდგა.

ქვემო ქართლის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებებზე კი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ისაუბრა.

კომიტეტის გასვლით ხსდომაზე მოხსენებით ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია წარდგნენ. სხდომას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარე სოზარ სუბარი უძღვებოდა.

გასვლითი კომიტეტის სხდომას ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და ქვემო ქართლის რეგიონის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში, სტუმრებმა ქალაქ ბოლნისში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები და ელიას მთაზე არსებული სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს.


,, ბოლნისმა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომას უმასპინძლა. სხდომაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული. პირადად მე კანომდებლებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და მაღალმთიან რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის პროცესში არსებულ ხარვეზები გავაცანი. ჩვენთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, ქვეყნის საკანომდებლო ორგანოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პარლამენთთან ურთიერთობით მუნიციპალიტეტებისთვის საჭირო კანონპროექტების შემუშავება ხდება, რაც თითოეული თვითმმართველობის სწრაფი და ეფექტური განვითარებას განაპირობებს”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Вернуться назад