Главная > ბოლნისი / საზოგადოება > ბოლნისში ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი აღნიშნეს

ბოლნისში ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი აღნიშნეს


9-05-2021, 10:47. Разместил: mariko
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს პაპუნა მუშკუდიანთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ქალაქ ბოლნისში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის 3 ვეტერანს მერიამ პირად ანგარიშზე ფულადი დახმარება ჩაურიცხა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით კი ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

Вернуться назад