Главная > ბოლნისი / გარემოს დაცვა > კამპანიას „ლურჯი ნაკადული“ ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდ

კამპანიას „ლურჯი ნაკადული“ ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდ


8-04-2021, 11:26. Разместил: mariko
დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისა და კომუნალური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დასუფთავების აქციაში ჩაერთო.

დასუფთავების აქცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები"-ს მხარდაჭერით გაიმართა და  აქციის ფარგლებში სოფელ მუშევანში არსებული ხევი ნარჩენებისგან გაიწმიდა.

,,დღეს, დასუფთავების აქცია გავმართეთ, რომელიც წყლის რესურსების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ კომუნალური სამსახური ყოველდღიურად ზრუნავს მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე, არის გარკვეული ლოკაციები, სადაც სტიქიური ნაგავსაყრელები იქმნება და ჩვენც სწორედ ასეთ ადგილებს ვასუფთავებთ პერიოდულად. სუფთა გარემო არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და მსგავსი აქციები რა თქმა უნდა კვლავ გაგრძელდება“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, წყლის რესურსების საერთაშორისო დღე 1993 წლიდან აღინიშნება.

კამპანიას „ლურჯი ნაკადული“ ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდ


წყარო: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია

Вернуться назад