Главная > ბოლნისი / Fb სტატუსი > რა ხდება ბოლნისის კინოთეატრში - იდეები და რეალობა

რა ხდება ბოლნისის კინოთეატრში - იდეები და რეალობა


6-04-2021, 09:28. Разместил: mariko
გრძელდება კამპანია ,,ვერთიანდებით ბოლნისის კინოთეატრისთვის", რომელიც ამავე დროს საინიციატივო ჯგუფიცაა, სადაც ბონისელი ახალგაზრდები გაერთიანდნენ და ცვდილობენ იდეა რეალობად აქციონ. 

ახალგაზრდების აქტივობებს აქტიურად ეხმაურება და აშუქებს მედია პლატფორმა ,,ინდიგო"
ვრცელდება პოდკასტვიდეო, ახალგაზრდების იმ ისტორიებზე, რომელიც ბოლნისის კინოთეატრს უკავშირდება.

,,ბოლნისის კინოთეატრი 1980-იანი წლების დასაწყისში ააშენეს. მაშინ კინო ამ ქალაქში ცენტრალური ამბავი იყო.

ბოლნისის კინოს ეკრანი ბევრი წლის წინ ჩაქრა და უფუნქციოდ დარჩენილი შენობაც ნელ-ნელა ინგრევა.

ბოლნისელი ახალგაზრდები კინოთეატრის აღდგენის იდეამ გააერთიანა. მათი სურვილია ქალაქის დიდ ეკრანზე კინო დააბრუნონ და შენობას კულტურული ფუნქცია და შინაარსი შესძინონ.


Вернуться назад