Главная > ბოლნისი / კოვიდ 19 > ბოლნისში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
ბოლნისში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო17-03-2021, 13:07. Разместил: mariko |
დღეს, ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინა მედიის წინ ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა გაიკეთა და მედიკოსებს აცრისკენ მოუწოდა. ვაქცინაცია დღეს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბოლნისის რაიონული სამსახურის მენეჯერმა ხათო ლობჟანიძემ, სასწრაფოსა და კლინიკის რამდენიმე ექიმმაც გაიკეთეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ,,ასტრაზენეკას“ 500 დოზა ვაქცინა 14 მარტს მიიღო, რომელიც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დასაწყობდა. ვაქცინაციას პირველ ეტაპზე მედპერსონალი და სხვა რისკ ჯგუფები ჩაიტარებენ. Вернуться назад |