Главная > ბოლნისი > ბოლნისის ბიუჯეტიდან 1. 580 700 ლარი ერთჯერადი დახმარებების, ომის ვეტერანებისა და სტიქიიით დაზარალებულთათვის

ბოლნისის ბიუჯეტიდან 1. 580 700 ლარი ერთჯერადი დახმარებების, ომის ვეტერანებისა და სტიქიიით დაზარალებულთათვის


26-02-2021, 14:10. Разместил: mariko

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამების დიდი ნაწილი ომის ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთათვის, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და ერთჯერადად გაცემული დახმარებებისთვის დაიხარჯა. გასულ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან კონკრეტულად ამ პროგრამული ხაზით დანახარჯმა ჯამში 1 580 ათას ლარზე მეტი შეადგინა - ამის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაძადაშვილმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური და ჯანდაცვის პროექტებისთვის მთლიანობაში 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა  


მერმა ასევე 2020 წელს, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში მოქალაქეების დახმარების მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებაც დეტალურად ისაუბრა.

ანგარიშის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას დავით შერაზადიშვილმა 2021 წელს მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო და მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ბოლნისის ბიუჯეტიდან  1. 580  700 ლარი  ერთჯერადი დახმარებების, ომის ვეტერანებისა და სტიქიიით დაზარალებულთათვის


Вернуться назад