Главная > ბოლნისი / პოლიტიკა > 100 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან - ბოლნისის ადმინისტრაციულ შენობების წინ დროშები დაუშვეს

100 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან - ბოლნისის ადმინისტრაციულ შენობების წინ დროშები დაუშვეს


25-02-2021, 12:30. Разместил: mariko
საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ სახელმწიფო და მუნიციპალური დროშები დაეშვა.

100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა.

2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.

ამ ტრაგიკული მოვლენის აღსანიშნავად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დღის განმავლობაში იქნება დაშვებული.

წყარო ; ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია

Вернуться назад