Главная > ბოლნისი / საზოგადოება > დაბა თამარისის 200 ოჯახს საჩუქრად ჰიგიენური საშუალებები გადაეცა

დაბა თამარისის 200 ოჯახს საჩუქრად ჰიგიენური საშუალებები გადაეცა


8-02-2021, 13:24. Разместил: mariko
დაბა თამარისში მცხოვრებ 200 ოჯახს საჩუქრად ჰიგიენური საშუალებები გადაეცა

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობის“ დაფინანსებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჩართულობით დღეს, დაბა თამარიში მცხოვრებ ოჯახებს საჩუქრად ჰიგიენური საშუალებები გადაეცა.

სოციალურ აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილე ბუბა გიბეჯიშვილთან ერთად მიიღო. ჰიგიენური საშუალებების პაკეტი მერმა მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს პირადად გადასცა.

ასოციაცია ,,თანხმობა“ ბოლნისის მუნიციპალიტეტთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს. პანდემიის პერიოდში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, აღნიშნულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ორი საქველმოქმედო აქცია სოფელ რაჭისუბანსა და ბალიჭში უკვე ჩაატარა.



Вернуться назад