Главная > ბოლნისი / არჩევნები 2024 / საზოგადოება > სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმამ საარჩევნო ინფორმირებულობისთვის შეხვედრა სოფელ ბალახაურში გამართა

სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმამ საარჩევნო ინფორმირებულობისთვის შეხვედრა სოფელ ბალახაურში გამართა


23-09-2024, 14:23. Разместил: mariko
⚪ "ეთნიკური უმცირესობის ინფორმირებულობა, ჩართულობის ხელშეწყობა=მონაწილეობას" - პროექტის ფარგდებში სოფელ ზემო ბოლნისსა და სოფელ ბალახაურაში შეხვედრა გვქონდა ქალებთან.
⚪ორგანიზაციის "სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა" თავმჯდომარე, სამირა ისმაილოვა და "საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის" პროექტების მენეჯერი, ქიარიმ გუმბათოვი ქალებს ესაუბრნენ 2024 წლის 26 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებაზე, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისათვის ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნის უფლებაზე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურებზე.

⚪შეხვედრაზე ვაჩვენეთ პროექტის ფარგლებში მომზადებული აზერბაიჯანულენოვანი ვიდეო- რგოლი. დავურიგეთ ორენოვანი ბუკლეტები.

⚪ მოსახლეობა ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის არჩევნების თემაზე. შეხვედრის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი ესწრებოდა იმიტირებულ არჩევნებს.

ქალებმა გვითხრეს, რომ მსგავსი თემატიკის შეხვედრები ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, როცა საქმე ეხება, მათ უფლებებს, ჩართულობასა და მონაწილეობას. შეხვედრაზე სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათთვის გასაგებ ენაზე, რასაც გაუზიარებენ სხვა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

⚪ შეხვედრა ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს HEKS-EPER Georgia ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან: Radio WW, საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი.

Вернуться назад