Главная > ბოლნისი / ეკონომიკა > შეთანხმება ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციისთვის

შეთანხმება ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციისთვის


14-03-2024, 17:23. Разместил: mariko
ქალაქ ბოლნისის ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას, კომპანია ,,არემჯისა“ და მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისს“ შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციისა და ადგილობრივი მეღვინეების მხარდაჭერის საკითხში მხარეების შემდგომ საქმიანობას შეეხება.

შეთანხმება მხარეებს შორის 2018 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაგრძელებაა და 6 წლის წინ დაწყებული თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადასვლას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ხელის მომწერი მხარეებისა და დამატებით გაერთიანება „ღვინო ბოლნისში“ შემავალი მარნებიდან არჩეული 2 დამოუკიდებელი წევრის ჩართულობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბოლნისური მეღვინეობის შემდგომ განვითარებასა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მის პოპულარიზაციას აქტიურად შეუწყობს ხელს.

Вернуться назад