Главная > ბოლნისი > 2023 წლის საუკეთესო ცენტრად ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი დასახელდა!

2023 წლის საუკეთესო ცენტრად ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი დასახელდა!


18-12-2023, 11:00. Разместил: mariko
2023 წლის საუკეთესო ცენტრად ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი დასახელდა!

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

ღონისძებას ესწრებოდნენ: ბატონი გრიმი-გერმანიის საელჩოს კონსული, დოქტორი ტომას ლიჰტემბერგი-კავკასიისა და სამხრეთ- აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორი, DVV International, თამარ ქიტიაშვილი- პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი, ქეთი ციხისელი-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე, გამომცემლობა "დიოგენეს" წარმომადგენლები, ქსელის წევრები

🌟გაიმართა ქსელის წევრი გამარჯვებული ცენტრების დაჯილდოვება.
ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:
🏅წლის საუკეთესო ცენტრი- ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი და ქედის სათემო განათლების ცენტრი
🏅 საუკეთესო პარტნიორი მუნიციპალიტეტი- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
🏅წლის საუკეთესო ბენეფიციარი - ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ბენეფიციარი-ნინო ფატარიძე
🏅წლის საუკეთესო ტრენერი- ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის, „დეკორატიული სუვენირების დამზადება ეპოქსიტური წებოს გამოყენებით“კურსის ტრენერი- ნანა იარალიშვილი
გამარჯვებულებს გადაეცათ GAEN-ის პრიზები და გამომცემლობა დიოგენეს სასაჩუქრე წიგნები.

Вернуться назад