Главная > ბოლნისი / გარემოს დაცვა > დავით შერაზადიშვილმა ქალაქ ბოლნისში გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო

დავით შერაზადიშვილმა ქალაქ ბოლნისში გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო


22-11-2023, 16:30. Разместил: mariko

დავით შერაზადიშვილმა ქალაქ ბოლნისში გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურის“ ორგანიზებით, ქალაქ ბოლნისში 8 სახეობის ხე-მცენარის დარგვის სამუშოები მიმდინარეობს. გამწვანების აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან ერთად მიიღო.

ორდღიანი გამწვანების აქციის ფარგლებში, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ჯამში 300 ძირი ხე-მცენარე დაირგვება.


Вернуться назад