Главная > ბოლნისი > დმანისი, თეატრი, ლაშა ჩხვიმიანი და ბრძოლა სამართლიანობოსთვის

დმანისი, თეატრი, ლაშა ჩხვიმიანი და ბრძოლა სამართლიანობოსთვის


17-11-2023, 22:19. Разместил: qristine

ლაშა ჩხვიმიანი 4 წლის განმავლობაში იყო სსიპ `„ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელი.


მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში მხოლოდ ერთი კანდიდატი -ლაშა იღებდა მონაწილეობას მინისტრმა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა, დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კი იმავე დღეს დანიშნა პირი, რომელიც შესარჩევ კონკურსში არ იღებდა მონაწილეობას.


ლაშა ჩხვიმიანმა მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, რამაც მისთვის საყვარელ ადგილს თეატრს ჩამოაშორა შეძლო და შექმნა ადგილი, სადაც თეატრი, კაფე, წიგნების მაღაზია და უბრალოდ შეხვედრის ადგილი იქნებოდა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც დიდი სურვილი აქვს დმანისს უკეთესი მომავალი შეუქმნან.


გიყვებით დმანისზე, თეატრზე, ლაშა ჩხვიმიანზე და ბრძოლაზე სამართლიანობისთვის


ვიდეო მომზადდა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EMWI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.


ვიდეოს შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ISFED-ი და მასში გამოთმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციის შეხედულებებს.



დმანისი, თეატრი, ლაშა ჩხვიმიანი და ბრძოლა სამართლიანობოსთვის


Вернуться назад